Accessibility links

logo-print

ეუთო აკრიტიკებს უკრაინაში გამართულ არჩევნებს


უცხოელი მეთვალყურეები უარყოფითად აფასებენ უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. ეუთოს შეფასებით, არჩევნები იყო დემოკრატიისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი,რადგან კენჭისყრამ ჩაიარა არათანაბარი პირობების ფონზე, როცა მმართველი ძალა იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს და გამჭვირვალობა აკლდა საარჩევნო კამპანიას, ისევე როგორც პარტიების დაფინანსებას. ეს შეფასება დღეს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა უკრაინაში ეუთოს მოკლევადიანი სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, ვალბურგა ჰაბსბურგ დუგლასმა: „უკრაინამ უკან გადადგა ნაბიჯი არჩევნებში მონაწილეობაზე, ტექნიკური მიზეზების გამო, ასობით კანდიდატისთვის უარის თქმით, რომ აღარაფერი ითქვას ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერების, (იულია) ტიმოშენკოსა და (იური) ლუცენკოს ძალიან უსამართლო ჩამოცილებაზე“. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ეფუძნება ხმების ნახევარზე მეტის დათვლას, ლიდერობს მმართველი ძალა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“, რომელსაც ერგო ხმების 35%-ზე მეტი. მას 22%-ით მოჰყვება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“, ანუ მამული. მესამე ადგილზეა კომუნისტური პარტია ხმების 15%-ით. 13% ერგო პარტია „უდარს“, რომელსაც სათავეში უდგას მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ვიტალი კლიჩკო.
XS
SM
MD
LG