Accessibility links

ვარშავაში გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთი მოწმე გახმაურებული ავიაკატასტროფის საქმეში


ვარშავაში გარდაცვლილი იპოვეს პირი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მოწმე ავიაკატასტროფაში პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკისა და მასთან ერთად მყოფი 100-მდე პირის დაღუპვის საქმეში. რემიგიუშ მუსი - ბორტინჟინერი იაკ-40 ტიპის თვითმსფრინავში, რომელიც კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ერთი საათით ადრე დაეშვა სმოლენსკის აეროდრომზე, მისივე სახლის სარდაფში იპოვეს. წინასწარი ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. რემიგიუშ მუსს სამჯერ ჰქონდა მიცემული ჩვენება პროკურატურაში. მისი ნათქვამია, მაგალითად, რომ აეროდრომის თანამშრომლებმა მისცეს უფლება, ბილიკზე დასაჯდომად დაშვებულიყო 50 მეტრამდე მაშინ, როცა ოფიციალურ სტენოგრამაში დასახელებული იყო 100 მეტრი. 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი.
XS
SM
MD
LG