Accessibility links

იულია ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო კვირის საპარლამენტო არჩევნების, მისი აზრით, გაყალბების გასაპროტესტებლად. შიმშილობის დაწყების შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს წაიკითხა ტიმოშენკოს ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ეყრდნობა ხმების დაახლოებით ორი მესამედის დათვლას, ლიდერობს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“, ხოლო ტიმოშენკოს „ბატკივჩინა“ მეორე ადგილზეა, რამდენიმე სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად კოალიციის შემადგენლობაში. ტიმოშენკოს 2011 წლის ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდებით. მისი მომხრეები აცხადებენ, რომ ტიმოშენკოს გასამართლება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
XS
SM
MD
LG