Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დათვლილია ხმათა 75%, ლიდერობს მმართველი პარტია


უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ეფუძნება ხმების დაახლოებით 75 პროცენტის დათვლას, ლიდერობს მმართველი ძალა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“, რომელსაც ერგო ხმების 33%-ზე ცოტა მეტი. მას 23%-ით მოჰყვება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“, ანუ მამული. მესამე ადგილზეა კომუნისტური პარტია ხმების 14%-ით. ტიმოშენკომ რომელიც აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. უცხოელი მეთვალყურეები უარყოფითად აფასებენ უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს. ეუთოს შეფასებით, არჩევნები იყო დემოკრატიისათვის უკან გადადგმული ნაბიჯი,რადგან კენჭისყრამ ჩაიარა არათანაბარი პირობების ფონზე, როცა მმართველი ძალა იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს და გამჭვირვალობა აკლდა საარჩევნო კამპანიას, ისევე როგორც პარტიების დაფინანსებას.
XS
SM
MD
LG