Accessibility links

აშშ-ის აღმოსავლეთ ნაპირზე ძლიერ ქარიშხალს ელიან


შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაპირს უახლოვდება ძლიერი ქარიშხალი სახელწოდებით „სენდი“, რომლის სიჩქარეც საათში 140 კილომეტრს აღწევს. ნავარაუდევია ძლიერი წყალდიდობა, ევაკუირებულია ასიათასობით ადამიანი. ქარიშხალი, სავარაუდოდ, ორშაბათს ღამით, ან სამშაბათს დილით დაატყდება ნიუ ჯერსის შტატს. მას შეუერთდება ცივი ჰაერის მასები დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. უამინდობა შეეხება, სავარაუდოდ, 60 მილიონამდე ადამიანს. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რამდენიმე შტატში, გაუქმებულია ათასობით ავიარეისი და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირას მოუწოდა მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისაკენ: „ცხადია, ყველა, მთელს ქვეყანაში შეშფოთებული ვართ ქარიშხალ „სენდის“ პოტენციური დარტყმით. ეს არის სერიოზული, დიდი ქარიშხალი და აღმოსავლეთ ნაპირზე (...) მყოფთა მიმართ ჩემი მესიჯია პირველ რიგში ის, რომ ამას ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ და შეასრულოთ ინსტრუქციები თქვენი შტატისა და ადგილობრივი ოფიციალური პირებისაგან, რადგან ისინი მოგაწვდიან საუკეთესო რჩევებს, როგორ გაუმკლავდეთ ქარიშხალს მომდევნო დღეებში“.
XS
SM
MD
LG