Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი და კეტრინ ეშტონი დღეს ეწვევიან ბოსნია-ჰერცეგოვინას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი სამშაბათს ერთობლივი ვიზიტით ბოსნია-ჰერცეგოვინას ეწვევიან. ისინი შეხვდებიან ბოსნიის ხელისუფლებას და მოუწოდებენ რეფორმების დაჩქარებისკენ იმისათვის, რომ ის უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ბოსნიის დასავლური ინტეგრაციის პროცესი კვლავაც არამყარია ქვეყნის მუსულმანი, სერბი და ხორვატი მოსახლეობის განსხვავებული პოზიციების გამო. სარაევოში შეხვედრების შემდეგ, კლინტონი და ეშტონი ეწვევიან სერბეთსა და კოსოვოს, რომ მოუწოდონ მათ შერიგებისკენ და რეფორმებისკენ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. აშშ-მა და ევროკავშირის წევრთა უმრავლესობამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.
XS
SM
MD
LG