Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ხუთი გენერალი გაათავისუფლა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა პოლიციის ხუთი გენერალი. მათ შორის არიან: მიხაილ ტიურკინი, რუსეთის შსს-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; ალექსანდრ ზაბეგალოვი, რუსეთის შსს-ს ივანოვოს ოლქის სამმართველოს ხელმძღვანელი და ანდრეი ფლორინსკი, შსს-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე. პრეზიდენტის განკარგულება კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. გენერლების გათავისუფლების მიზეზები არ არის დაზუსტებული.
XS
SM
MD
LG