Accessibility links

logo-print

სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებიდან მაუწყებლობას დაიწყებს ახალი ტელეარხი


საქართველოში სავარაუდოდ, იანვრის შუა რიცხვებიდან მაუწყებლობას დაიწყებს ახალი ტელეარხი, რომლის შექმნაში მონაწილეობენ ჟურნალ "ტაბულის" ჟურნალისტები და სამოქალაქო განათლების ფონდი. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო განათლების ფონდმა სამაუწყებლო ლიცენზია შეიძინა ტელეკომპანია "საქართველოსგან," ახალი საინფორმაციო-სასწავლო არხის ერთ-ერთი დამფინანსებელი კი კახა ბენდუქიძე იქნება. ”ჩვენ ვგეგმავთ, ვითანამშრომლოთ მთავრობის ყოფილ წევრებთან, მათ შორის სერგი კაპანაძესთან, თამარ კოვზირიძესა და ეკა ზღულაძესთან და შევეცდებით, რომ ისინი იყვნენ სხვადასხვა თემატიკის კომენტატორები", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
XS
SM
MD
LG