Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მედია პოლარიზებულია


საქართველოში მედია პოლარიზებულია და მისი მდგომარეობა შორს არის სრულყოფილებისგან, - ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა. მისი შეფასებით, მედიამონიტორინგის პროექტი, რომელიც 11 მაისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, წარმატებული იყო და გავლენა მოახდინა მედიის მიერ მოვალეობის შესრულებაზე. ელჩმა აღნიშმა, რომ პროექტი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც გაგრძელდება. დიმიტროვის განცხადებითვე, საქართველოში რეაგირება სჭირდება სარეკლამო ბაზარს და მედიასაშუალებების წარმომადგენელთა პროფესიონალიზმსაც, თუმცა ეს ყველაფერი საზოგადოებრივ მოთხოვნაზეა დამოკიდებული. ”ჩვენი მხრივ ვეცდებით, საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
XS
SM
MD
LG