Accessibility links

logo-print

შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა 10 თვის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების საქმე


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა 10 თვის ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების საქმის გამოძიება. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გაეცნო საქმის მასალებს და გამოძიების მიმდინარეობას. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ჩვილის გარდაცვალების საქმე კვლავ გაუხსნელია და ძიებას ამ დრომდე აწარმოებს კახეთის სამხარეო სამმართველო. მინისტრის განცხადებით, მაქსიმალური ძალისხმევა და რესურსი იქნება გამოყენებული ბარბარე რაფალიანის გარდაცვალების მიზეზის დროულად დასადგენად. 10 თვის ჩვილი, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში 30 სექტემბერს ქვევრში აღმოაჩინეს, ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG