Accessibility links

არჩილ ხაბაძე აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარედ აირჩიეს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე არჩილ ხაბაძის კანდიდატურას დღეს მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს 21-დან 13-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძემ შეცვალა ლევან ვარშალომიძე, რომელიც რეგიონს თითქმის 9 წლის განმავლობაში მართავდა.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცებამდე არჩილ ხაბაძე ბანკ ”ქართუს” აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG