Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა ორი შტატი


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „მსხვილი მასშტაბის კატასტროფის“ ზონად გამოაცხადა ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატები მას შემდეგ, რაც წუხელ გრიგალი „სენდი“ დაატყდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებსა და კანადას. ობამას განცხადება შესაძლებელს ხდის ფედერალური ფონდებიდან სახსრების გამოყოფას ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის დასახმარებლად. ცნობების თანახმად, სტიქიამ 16 ადამიანი შეიწირა შეერთებულ შტატებსა და კანადაში. ნიუ-იორკში ზღვის წყალმა დატბორა მეტროს გვირაბები. უსაფრთხოების მოსაზრებებით, დახურულია რამდენიმე ატომური ელექტროსადგური. ჯერ არ არის ცნობილი ზარალის მოცულობა. ამასობაში, გრიგალი შედარებით შესუსტდა და კონტინენტის ცენტრალური ნაწილისაკენ მიემართება.
XS
SM
MD
LG