Accessibility links

logo-print

მოსკოვში გააპროტესტეს ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავება


მოსკოვში ასობით ადამიანმა გააპროტესტა ოპოზიციონერი აქტივისტების დაკავება და მათთვის ბრალდებების წაყენება წელს მაისში ანტისამთავრობო მიტინგში მონაწილეობისთვის. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყო ოპოზიციური „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი, სერგეი უდალცოვი, მოითხოვეს დაკავებულების გათავისუფლება. უდალცოვი ამბობს, რომ დღეს 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა, უამინდობის მიუხედავად. აქცია დაამთხვიეს „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეს“, რომლითაც 30 ოქტომბერს რუსეთში პატივს მიაგებენ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას.
XS
SM
MD
LG