Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზრდება გრიგალ „სენდის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი


აშშ-სა და კანადაში 28-მდე გაიზარდა გრიგალ „სენდის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მხოლოდ ნიუ-იორკში 15 კაცი გარდაიცვალა. ქალაქში დატბორილია მეტრო და მიწისქვეშა გვირაბები. ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის გამო 23 სერიოზული ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 80-სახლზე მეტი. 7 შტატში დაახლოებით 7 მილიონი კაცი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „მსხვილი მასშტაბის კატასტროფის“ ზონად გამოაცხადა ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატები მას შემდეგ, რაც წუხელ გრიგალი „სენდი“ დაატყდა ჩრდილო-აღმოსავლეთ შეერთებულ შტატებსა და კანადას.
XS
SM
MD
LG