Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორი სავარაუდო ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი საერთაშორისო ძალების ცნობით, კოალიციის ორი ჯარისკაცი დაიღუპა სროლის შედეგად, რაც ავღანელი პოლიციელის ფორმაში გადაცმულმა კაცმა ატეხა. ინციდენტი სამშაბათს მოხდა სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. თავდამსხმელი მიიმალა. საინფორმაციო სააგენტო როიტერსი ავღანელი პოლიციელისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლული ჯარისკაცები ბრიტანელები იყვნენ. წელს 50-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი შეიწირა მათზე ავღანელი მოკავშირეების თავდასხმებმა.
XS
SM
MD
LG