Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში დემონსტრანტებმა მინისტრების დასანიშნი კენჭისყრა ჩაშალეს


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში დემონტრსანტებმა, რომლებიც პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, ჩაშალეს კენჭისყრა, რომელსაც მთავრობის რამდენიმე მინისტრი უნდა დაემტკიცებინა. შენობაში რამდენიმე ათეული მომიტინგე შეიჭრა, რომლების რამდენიმე მინისტრის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. დაცვის წევრებმა და პარლამენტარებმა შეძლეს მათი დარწმუნება, დაეტოვებინათ შენობა, თუმცა სხდომა აღარ გაგრძელდა და ის ხუთშაბათისათვის გადაიტანეს.
XS
SM
MD
LG