Accessibility links

ისრაელის განცხადებით, ირანმა შეაჩერა მუშაობა ბირთვული იარაღის შექმნაზე


ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის განცხადებით, ირანმა შეაჩერა მუშაობა ბირთვული იარაღის შექმნაზე, რითაც დროებით ბოლო მოუღო უცხოეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს. ბრიტანეთის გაზეთ „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში, ეჰუდ ბარაკი ამბობს, რომ წელს, ზაფხულში თავიდან იქნა აცილებული კრიზისის მწვავე საფრთხე, რადგან ირანმა ამჯობინა, სამოქალაქო მიზნებისათვის გამოეყენებინა ნახევრად გამდიდრებული ურანის მესამედი ნაწილი. თუმცა, ეჰუდ ბარაკის თქმით, ირანის ეს ნაბიჯი მარტო აყოვნებს დაპირისპირებას, რომელმაც შესაძლოა, 8-10 თვით გადაიწია. ბარაკის აზრით, ისრაელსა და მისი მოკავშირეებს შესაძლოა, 2013 წლის ზაფხულში ისევ მოუწიოთ ირანთან კონფრონტაცია. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას ემსახურება.
XS
SM
MD
LG