Accessibility links

logo-print

რუსეთში დაამტკიცეს კანონი მიგრანტებისთვის სავალდებულო გამოცდის შესახებ


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დღეს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შრომით მიგრანტებს ევალებათ რუსულ ენაში გამოცდის ჩაბარება. დღეს ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა აგრეთვე ადმინისტრაციულ კოდექსში შესწორება, რომელიც ითვალისწინებს მსხვილ ჯარიმებს „უცხოეთის აგენტის“ შესახებ ახალი კანონის დარღვევისათვის. „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებენ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. მაქსიმალური ჯარიმა შეადგენს 500 000 რუბლს (15 500-მდე დოლარს). რამდენიმე ავტორიტეტიან არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფსა და „მემორიალს“ ნათქვამი აქვთ, რომ თავს არ მიიჩნევენ „უცხოეთის აგენტებად“ და ბოიკოტს გამოუცხადებენ ახალ კანონს.
XS
SM
MD
LG