Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მოითხოვს ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პარიზში ჩავიდა და, მისი განცხადებით, საფრანგეთის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ისრაელი და დასავლეთი შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის განცხადებით, რომელიც მან ბრიტანეთის გაზეთ „დეილი ტელეგრაფთან“ ინტერვიუში გააკეთა, წელს ზაფხულში ირანთან კონფრონტაცია თავიდან იქნა აცილებული, რადგან, როგორც ისრაელმა დაადგინა, თეირანმა გადაწყვიტა სამოქალაქო მიზნებისათვის გამოეყენებინა ნახევრად გამდიდრებული ურანის მესამედი ნაწილი. ისრაელის პოლიტიკოსები გამოდიან გაფრთხილებით, რომ შესაძლოა, სამხედრო დარტყმა განახორციელონ ირანის წინააღმდეგ, რათა არ დაუშვან მის ხელში ბირთვული იარაღის ჩავარდნა.
XS
SM
MD
LG