Accessibility links

logo-print

სომხეთის პროკურატურის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საკადრო ცვლილებებს მოელიან


სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ჰოვიკ აბრამიანი აცხადებს, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვება პრეზიდენტის მიერ სომხეთის პროკურატურის გაკრიტიკებას. აბრამიანმა, რომელიც ამჟამად ჩეხეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, სამშაბათს საღამოს უთხრა ჩვენი რადიოს სომხურ რედაქციას, რომ მოელის საკადრო ცვლილებებს პროკურატურაში. „ყოველთვის არის გადადგომის შემთხვევები ყველა სფეროში. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტმა ძალიან სერიოზულად წამოჭრა ეს საკითხი“, განაცხადა აბრამიანმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა ორშაბათს, პროკურატურაში ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიამ აჩვენა, ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში დაადანაშაულა პროკურორების ნაწილი და სამართალდამცველები.
XS
SM
MD
LG