Accessibility links

logo-print

სოციალურად დაუცველები ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ


31 ოქტომბერს სოციალურად დაუცველი 50-მდე პირი შეიკრიბა თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან. ისინი თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილი და მთავრობისგან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. კანცელარიასთან შეკრებილი პირები სხვადასხვა დროს დარჩნენ უსახლკაროდ. მათ ნაწილს დევნილის სტატუსი აქვს. როგორც თავად აცხადებენ, თბილისის მერია მათ ბინის ქირას უხდიდა, თუმცა ორი თვის წინ ეს დახმარებაც შეწყდა, რის გამოც გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 31 ნოემბერსვე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგიენკომ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე მთავრობა იზრუნებს იმ 1600 პირზე, რომელიც სოციალურად დაუცველია და ამავე დროს სხვადასხვა საცხოვრებელი ფართი თვითნებურად აქვს დაკავებული.

XS
SM
MD
LG