Accessibility links

სოზარ სუბარი: საპატიმროებს მართავს მხოლოდ ადმინისტრაცია და არა ვინმე სხვა


რუსთავის საპატიმროში არეულობის მცდელობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მან მომხდარი დაუკავშირა ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, რომლებსაც სუბარის თქმით, წინა ხელისუფლება მხოლოდ მოჩვენებითად ებრძოდა და რომლებიც დღესაც გავლენის შენარჩუნებას ცდილობენ. ”ყველას უფლება დაცული იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ ციხეებს მართავდნენ კრიმინალები, ავტორიტეტები და ა.შ. და ამისთვის გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა”, განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა. სოზარ სუბარის თქმით, საპატიმროებს მართავს მხოლოდ ადმინისტრაცია და არა ვინმე სხვა.
XS
SM
MD
LG