Accessibility links

კლინტონი: კოსოვოს დამოუკიდებლობა არ არის დისკუსიის საგანი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დღეს კოსოვოში განაცხადა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ არის დისკუსიის საგანი. კლინტონმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პრიშტინაში, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურ ლიდერთან, კეტრინ ეშტონთან ერთად ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. მანამდე კლინტონი და ეშტონი შეხვდნენ კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის. სერბია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც პრიშტინამ ცალმხრივი წესით გამოაცხადა 2008 წლის თებერვალში. მისი დამოუკიდებლობა უკვე 90-ზე მეტ ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის 22 წევრს. კლინტონი და ეშტონი რეგიონში იმყოფებიან, რათა ხელი შეუწყონ ევროკავშირის ეგიდით სერბიისა და კოსოვოს დიალოგის გაგრძელებას. კლინტონმა ბელგრადში სამშაბათს ვიზიტისას მოუწოდა სერბ ლიდერებს, იზრუნონ კოსოვოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე, თუნდაც მისი დამოუკიდებლობის ცნობის გარეშე.
XS
SM
MD
LG