Accessibility links

logo-print

რუსთავის სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში შიმშილობა შეწყვიტეს


რუსთავში, სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში შიმშილობა შეწყვიტა ყველა პატიმარმა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. პრესსამსახური იუწყება, რომ პატიმრების მოთხოვნების ნაწილი, რომლის შესრულებაც სამინისტროს შეეძლო, დაკმაყოფილებულია და N16 დაწესებულებაში ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა. „ინტერპრესნიუსის“ ამ ცნობაში არ არის ნათქვამი, რომელი მოთხოვნები იქნა დაკმაყოფილებული. ოთხშაბათს უფრო ადრე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ არ აპირებს რუსთავის N16 დაწესებულების დირექტორის, ლევან აბურჯანიას სამსახურიდან გათავისუფლებას, რაც პატიმრების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. თვით აბურჯანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ რუსთავის N16 დაწესებულებაში ადგილი აქვს "ქურდული" მმართველობის დამყარების მცდელობას.
XS
SM
MD
LG