Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი თურქეთს პირდება „გულახდილ“ მოლაპარაკებას ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე


გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია არის „გულახდილი პარტნიორი“ მოლაპარაკებაში, რომელიც ეხება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების საკითხს, მასზე უთანხმოების მიუხედავად. კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბერლინში თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ. კანცლერმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების ძალისხმევაზე, რომელიც 25 წლის წინ დაიწყო, გაგრძელდება „ჯერ კიდევ გასარკვევი საკითხების მიუხედავად“. სამშაბათს ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა, დაკარგოს ევროკავშირში შესვლისადმი ინტერესი, თუ ეს არ მოხდება 2023 წლამდე - თურქეთის რესპუბლიკის შექმნის 100-წლიან იუბილემდე. თურქეთმა 1987 წელს შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით და 1999 წელს მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. 2005 წელს დაიწყო გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკება, მაგრამ მას აფერხებს რამდენიმე პრობლემა, მათ შორის უთანხმოება კუნძულ კიპროსის გარშემო და საფრანგეთისა და გერმანიის უარყოფითი პოზიცია ევროკავშირში თურქეთის მიღების მიმართ.
XS
SM
MD
LG