Accessibility links

logo-print

საფრანგეთი და ისრაელი ემხრობიან ირანის მიმართ სანქციების გამკაცრებას


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დღეს განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს „სხვა სანქციებს“ ირანის წინააღმდეგ, თუ ეს ქვეყანა კონკრეტული ქმედებებით არ დაამტკიცებს, რომ არ ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას. როგორც ოლანდმა პარიზში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას სურს, იხილოს მტკიცებულება, რომ ირანმა ხელი აიღო იარაღის შექმნაზე. თეირანი უარყოფს ისრაელისა და დასავლეთის ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამა იარაღის შექმნას ემსახურება. თავის მხრივ, ნეთანიაჰუ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა ირანის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციებისაკენ მოწოდებით. საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს სანქციების გამკაცრებას, მაგრამ უარყოფითად ეკიდება ნეთანიაჰუს განცხადებებს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო დარტმყაზე.
XS
SM
MD
LG