Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დათვლილია ხმების 99%-ზე მეტი


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დათვლილია ამომრჩეველთა ხმების 99%-ზე მეტი. მმართველ ”რეგიონების პარტიას” ხმების 30%-ზე მეტი ერგო. შედეგად, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტია 450 წევრიან პარლამენტში სულ ცოტა 187 მანდატს მიიღებს. ანალიტიკოსების აზრით, ”რეგიონების პარტია” კომუნისტური პარტიის დეპუტატებთან ერთად შეეცდება უბრალო უმრავლესობის შექმნას. საპარლამენტო არჩევნების შედეგად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს პარტია - ”ბატკივშჩინა” სავარაუდოდ, 103 მანდატს მიიღებს. ეუთოს მეთვალყურეებმა და აშშ-მა გააკრიტიკეს უკრაინაში 28 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და მას ”უკან გადადგმული ნაბიჯი” უწოდეს.
XS
SM
MD
LG