Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა და მიტ რომნი ააქტიურებენ წინასაარჩევნო კამპანიას


შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე მოსალოდნელია, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი რესპუბლიკელი მეტოქე მიტ რომნი გაააქტიურებენ საარჩევნო კამპანიას. ის ობამას სამი დღით ჰქონდა შეჩერებული გრიგალ „სენდის“ საპასუხო ზომებზე მთავრობის მუშაობის გასაძღოლად. გრიგალმა მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაპირზე. საარჩევნო კამპანია შეაჩერა მიტ რომნიმაც, რათა ხელი არ შეეშალა სამაშველო სამუშაოებისათვის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით. ორ კანდიდატს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს. არჩევნების შედეგი, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ე.წ. „მოყოყმანე შტატებზე“, მათ შორის ოჰაიოზე, სადაც ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი, რომელი კანდიდატი მიიღებს მხარდაჭერას.
XS
SM
MD
LG