Accessibility links

logo-print

რუსეთში ამოქმედდა კანონი ვებსაიტების „შავი სიის“ შესახებ


რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს, შავ სიაში შეიყვანოს ბავშვებისათვის საზიანო ინფორმაციის შემცველი ვებსაიტები. ეს, სადავო კანონი ოფიციალურ პირებს აძლევს უფლებას, დახურვა აიძულონ ვებსაიტებს და ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან მოითხოვონ სახიფათოდ მიჩნეული ინფორმაციის დაბლოკვა. რუსეთის კომუნიკაციისა და მასმედიის მარეგულირებელი ფედერალური სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ჟაროვმა დღეს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განმარტა, რის წინააღმდეგ არის მიმართული ახალი კანონი: „ეს არის ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, ეს არის ნარკოტიკების მოხმარებისა და წარმოების პროპაგანდის გავრცელება, ეს არის ინფომაცია, რომელიც პროპაგანდას უწევს თვითმკვლელობას. ეს არ არის ცენზურა, ან ნორმალური, არა-კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა“, განაცხადა ჟაროვმა. მაგრამ სიტყვის თავისუფლების მომხრეები შიშობენ, რომ ახალი კანონი შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს მთავრობის, ან რუსეთის სახელმწიფოს მიმართ კრიტიკული ვებსაიტების დასაბლოკად.
XS
SM
MD
LG