Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დაინიშნა პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში


საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ახალი თანამდებობა - პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამ პოსტზე დაინიშნა რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, ზურაბ აბაშიძე, რომელიც დღეს წარუდგინა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მან თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მხრივ „სიტუაცია საკმაოდ მძიმეა“ და მთავრობის ამოცანაა ურთიერთობის ჯერ დარეგულირება, შემდეგ კი „ახალ ხარისხში აყვანა“. ბიძინა ივანიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას აქამდე არ ჰქონია კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან და შესაბამისად, წინასწარ არ შეუტყობინებია მისთვის ახალი თანამდებობის შექმნის შესახებ, ახლა კი იმედი აქვს, რომ მოსკოვი სათანადო რეაგირებას მოახდენს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში აღდგება ორ ქვეყანას შორის კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები, რასაც მომავალში მოჰყვება მსჯელობა გაცილებით უფრო რთულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.
XS
SM
MD
LG