Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს ჭიათურელმა მაღაროელებმა


ჭიათურელმა მაღაროელებმა, რომლებიც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გაფიცულნი არიან ხელფასის გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, აქციები თბილისში გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობის კანცელარიასთან. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტისა და ქვეყნის ახალი მთავრობისგან მოითხოვეს მათი მდგომარეობით დაინტერესება. მაღაროელთა განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საპროტესტიო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG