Accessibility links

logo-print

გაერო დიალოგისაკენ მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას


ბელორუსიაში ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს ახალი სპეციალური წარმომადგენელი, მიკლოშ ჰარასტი დიალოგისაკენ მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას. ჰარასტი 1 ნოემბერს შეუდგა ახალ პოსტზე მუშაობას და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების საკითხების ექსპერტები შეხვდებიან ბელორუსიის მთავრობას ინფორმაციის გაცვლის გზებზე მოსალაპარაკებლად. გაეროს წარმომადგენელმა გამოთქვა იმედი, რომ შეძლებს, ბელორუსიის მთავრობასა და ხალხს დაეხმაროს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებაში, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG