Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პატიმრობის ვადა შეუმცირეს პლატონ ლებედევს


რუსეთში პატიმრობის ვადა შეუმცირეს კომპანია „იუკოსის“ ყოფილ თანამფლობელს, პლატონ ლებედევს. მას მომავალი წლის ივლისში გაათავისუფლებენ. ლებედევს, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის ბიზნეს-პარტნიორი იყო, მისჯილი ჰქონდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა გადასახადებისათვის თავის არიდებასა და ფულის გათეთრებაში ბრალდების საფუძველზე. არხანგელსკის ოლქში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისთვის შეფარდებული პატიმრობის ვადის 10 წლამდე შემცირების შესახებ, ეკონომიკური დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შერბილებასთან დაკავშირებით. ლებედევი და ხოდორკოვკსი აცხადებენ, რომ მათი სამართლებრივი დევნა ხდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკვეთით და არის ანგარიშსწორება ხოდორკოვსკის მიერ ოპოზიციის ფინანსური მხარდაჭერის გამო. ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადა 2016 წელს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG