Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ქვეყნის ერთიანობაზე საუბრობს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, განაახლა წინასაარჩევნო კამპანია მას შემდეგ, რაც ის სამი დღით ჰქონდა შეჩერებული გრიგალ „სენდის“ საპასუხო ზომებზე მთავრობის მუშაობის გასაძღოლად. ვისკონსინის შტატში, პირველ საჯარო გამოსვლაში ობამამ თქვა, კიდევ ერთხელ დავინახე, რომ „ქარიშხალთან პირისპირ არ არსებობენ დემოკრატები ან რესპუბლიკელები - ყველანი თანამოქალაქე ამერიკელები ვართო“. წინასაარჩევნო კამპანია განაახლა ობამას რესპუბლიკელმა მეტოქემ, მიტ რომნიმაც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით. ორ კანდიდატს გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს. ორივე კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბები აცხადებენ, რომ გამარჯვებას მოიპოვებენ. არჩევნების შედეგი, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ე.წ. „მოყოყმანე შტატებზე“, მათ შორის ოჰაიოზე, სადაც ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი, რომელი კანდიდატი მიიღებს მხარდაჭერას. არჩევნები სამშაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG