Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დაუშვა ”აბუ ჯიჰადის” მკვლელობის მასალების გამოქვეყნება


ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა აკრძალვა 1988 წელს პალესტინის ლიდერის, იასირ არაფატის მოადგილის მკვლელობის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. გაზეთმა ”ედიოტ ახრონოტმა” 12 წლის წინ ჩაწერა ინტერვიუ დივერსიული ჯგუფის წევრთან, რომელმაც ტუნისში აბუ ჯიჰადის სახელით ცნობილი ხალილ ალ-ვაზირის, მკვლელობის ორგანიზება მოახდინა. ამით ისრაელმა პირველად აღიარა ოფიციალურად, რომ სწორედ მათმა სპეცსამსახურებმა მოაწყვეს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მეორე ნომრის ლიკვიდაცია.
XS
SM
MD
LG