Accessibility links

logo-print

”სენდის” მსხერპლთა რაოდენობამ 140-ს გადააჭარბა


გრიგალმა ”სენდიმ” კარიბის ზღვის ქვეყნებში, აშშ-სა და კანადაში 140-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მხოლოდ ამერიკაში 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აქედან 40-ზე მეტი - ნიუ იორკში. აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების ცნობით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 12 შტატის ოთხნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი. 7 ათასამდე ადამიამა ღამე წითელი ჯვრის მიერ მოწყობილ დროებით თავშესაფარში გაატარა.
XS
SM
MD
LG