Accessibility links

ივანიშვილი სააკაშვილს პრეზიდენტის ძვირადღირებული სასახლის დატოვებისაკენ მოუწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის ძვირადღირებული სასახლის დატოვებისა და მთავრობის კანცელარიის შენობაში პრეზიდენტის ოფისში გადასვლისკენ მოუწოდებს. როგორც ივანიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლის და მთლიანად მომსახურების ხარჯები შემცირდება.ხოლო პრეზიდენტის მომსახურეობიდან დაზოგილი თანხები, უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მოხმარდება. "არ დაფინანსდება ხარჯები, რომლებიც მხოლოდ ერთი ადამიანის ფუფუნებას ხმარდებოდა. მას შეუძლია გადმოვიდეს მთავრობის კანცელარიაში, სადაც 11-ე სართულზე ზუსტად იგივე ფართობია, რაც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრისთვის არის გამოყოფილი. ეს სართული და ლიფტიც დალუქულია, კეთილი ინებოს სააკაშვილმა და აქ გადმობრძანდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ხარჯების შემცირებით ძალიან დიდი თანხის დაზოგვა მოხდება", - განაცხადა ივანიშვილმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ არმიის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება პრეზიდენტის თვითმფრინავის შენახვა, რაზეც ყოველწლიურად 800 000 ლარი ირიცხება.
XS
SM
MD
LG