Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პოლიციამ აღკვეთა უფლებადამცველთა პროტესტი ბაქოში


პოლიციამ დაშალა ათობით აქტივისტი,რომლებიც ბაქოს ცენტრში შეიკრიბნენ დემონსტრაციების შესახებ კანონში მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების გასაპროტესტებლად. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ოპოზიციური კოალიცია საზოგადოებრივი დარბაზის 30-მდე წევრი და მხარდამჭერი დააკავა. გასულ თვეში აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს ცვლილება შეიტანოს კანონში და გაამკაცროს სასჯელი არასანქცირებული საზოგადოებრივი თავყრილობაში მონაწილეობის გამო. ამ კვირის დასაწყისში „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ მოუწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რათა „შეწყვიტოს სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა და უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლება სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების თაობაზე."
XS
SM
MD
LG