Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ნიგვზიანში დაძაბულობა ხელოვნურადაა შექმნილი


საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში დაძაბულობა ხელოვნურადაა შექმნილი. მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში 9 წელია მსგავსი რამ არ მომხდარა. სატელევიზიო მიმართვისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გურიაში მშვიდობიანი ხალხი ცხოვრობს და ამიტომ, დაძაბულობა შესაძლოა, პროვოცირებულიც კი იყოს. ”დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მთავრობის ინტერესებშია, რომ მომავალშიც გაგრძელდეს სამოქალაქო მშვიდობა და ჩვენი მოქალაქეების მშვიდობიანი თანაცხოვრება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებმა არ დაუშვან სიტუაციის კონტროლიდან გასვლა, რადგან მსგავსი ფაქტები შესაძლოა, პოტენციურად საშიში იყოს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი მთავრობის წარმოამდგენლებს მოუწოდა, ადგილზე ჩავიდნენ, რათა სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტოს და მომავალში მსგავსი დაძაბულობა თავიდან იყოს აცილებული. ”დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი მოქმედებებით გაგრძელდება საქართველოს განვითარება და შენარჩუნდება სამოქალაქო მშვიდობა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG