Accessibility links

აზერბაიჯანში გაიზარდა ჯარიმა უსანქციო მიტინგში მონაწილეობისათვის


აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შესწორება, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ჯარიმას უკანონო დემონსტრაციებისთვის. ჯარიმა გაიზარდა, ზოგ შემთხვევაში, 10 000 დოლარის შესატყვის თანხამდე, არასანქცირებული დემონსტრაციის ორგანიზების, ან მასში მონაწილეობისათვის. პარასკევს უფრო ადრე, აზერბაიჯანის პოლიციამ დაშალა აქცია, რომელშიც რამდენიმე ათეული აქტივისტი მონაწილობდა კანონში შესწორების გასაპროტესტებლად. დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
XS
SM
MD
LG