Accessibility links

logo-print

აშშ-ში ოქტომბერში შეიქმნა 171 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი


შეერთებულ შტატებში ოქტომბერში შეიქმნა 171 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი, რაც წინა ორ თვეზე უფრო დიდი მატებაა და აღემატება იმას, რასაც ექსპერტები ვარაუდობდნენ. მაგრამ სექტემბრის შემდეგ გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელიც, სულ 0,1%-ით და მიაღწია 7,9%-ს, რადგან მეტი ამერიკელი შეუდგა სამუშაოს ძებნას. შეერთებულ შტატებში მთავრობა მოქალაქეს უმუშევრად აღრიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სამსახურს ეძებს. დასაქმების მხრივ ვითარების თუნდაც ოდნავ გაუმჯობესებამ, შესაძლოა, გააუმჯობესოს პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შანსიც. თუმცა არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატი, მიტ რომნი ყურადღებას ამახვილებს უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდაზე, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს, რომ ეკონომიკა წინ არ მიიწევს. შეერთებულ შტატებში არჩევნები იმართება მომავალ კვირაში. 6 ნოემბერს.
XS
SM
MD
LG