Accessibility links

logo-print

სირიის მეამბოხეთა რაზმები სირიის არმიის სამხედრო-საჰაერო ბაზას უტევენ


სირიის ოპოზიციის შეირაღებულმა რაზმებმა დღეს დაიწყეს იერიში ამ ქვეყნის არმიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც განთავსებულია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში. მეამბოხეებს მიზნად აქვთ, დაიკავნო ბაზა, საიდანაც ხორციელდება შეტევები ანტისამთავრობო ძალებზე. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების თანამხად, ეს იერიში ნაწილია მეამბოხეთა გემისა, კონტროლი დაამყარონ ალეპოსა და დამასკს შორის მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე. გაერო აცხადებს, რომ მეამბოხეებმა, როცა მათ წუხელ მოაწყვეს თავდასხმა სარაბენკზე, სადაც აეროპორტი მდებარეობს, ჩაიდინეს საომარი დანაშაული. ცნობით, დაიხოცა 28 სამხედრო. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ მეამბოხეები ხოცავენ ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს. ამ კადრების ნამდვილობა ჯერ არ დასტურდება.
XS
SM
MD
LG