Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღე დარჩა


აშშ-ში ექვს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე გამოკითხვები იტყობინებიან, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის მეტოქე რესპულიკელ კანდმიდატს, მიტ რომნის შორის მომხრეთა დაახლოებით თანაბარი რაოდენობა ჰყავთ. ორივე კანდიდატი ახლა აშშ-ის შუა-დასავლეთის შტატებში მართავენ კამპანიებს. მათი თემა უმუშევრობაა. ცნობით, სექტემბრის შემდეგ გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, სულ 0,1%-ით და მიაღწია 7,9%-ს, რადგან მეტი ამერიკელი შეუდგა სამუშაოს ძებნას. შეერთებულ შტატებში მთავრობა მოქალაქეს უმუშევრად აღრიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სამსახურს ეძებს. დასაქმების მხრივ ვითარების თუნდაც ოდნავ გაუმჯობესებამ, შესაძლოა, გააუმჯობესოს პრეზიდენტად ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შანსიც. თუმცა არჩევნების რესპუბლიკელი კანდიდატი, მიტ რომნი ყურადღებას ამახვილებს უმუშევრობის მაჩვენებლის გაზრდაზე, რაც, მისი შეფასებით, ადასტურებს, რომ ეკონომიკა წინ არ მიიწევს. აი, რა განაცხადა მან თავის საარჩევნო კამპანიის დროს: „პრეზიდენტი მართალი იყო, როცა თქვა, ვაშინგტონში ვითარებას შიგნიდან ვერ შევცვლიო. სიტყვაზე ვიჭერთ და შანსს სვაძლეთ, ახლო მომავალში ვაშინგტონში მომხდარს გარედან ადევნოს თვალყური“.
XS
SM
MD
LG