Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საწვავის ნაკლებობას ებრძვის


აშშ-ის იმ არეალებში, სადაც გრიგალმა „სენდიმ“ მძიმე ზარალი მოუტანა მოსახლეობას, დახოცილთა რაოდენობამ 102-ს მიაღწია. სამნახევარ მილიონამდე ადამიანი ელექტროდენს გარაშე დარჩა. იგრძნობა საწვავის ნაკლებობა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ზომები მიიღო, რომელთა თანახმად, დაზარალებულ რეგიონებს მიეწოდება 38 მილიონი გალონი დიზელის საწვავი და 45 მილიონი გალონი ბენზინი. საწვავი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული მარაგიდან გამოყვეს. ობამამ მიმართა თანამემამულეებს, „მე როგორც პროეზიდენტი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ქვეყანა თქვენთან იქნება სანამ, მანამ საჭირო იქნება გაუმჯობესების და აღდგენისთვის“. პარასკევს ნიუ იორკში არ ჩატარდა ტრადიციული წლიური მარათონი, რომელშიც ათეულათასობით ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეოება. სინოპტიკოსების თანახად, აშშ-ს უახლოვდება კიდევ ერთი გრიგალი. სამშაბათს და ოთხშაბათს მოელიან ჰაერის ტემპერატურის დაცემას, წვიმას და თოვლს.
XS
SM
MD
LG