Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილსა და ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა


საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა ის პროგრესი იყო, რასაც საქართველომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. “ამავე სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმსჯელეს დეკემბერში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე”,-აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული პროგრესის განხილვა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარებისა და მთავრობის გადაბარების ფონზე. ამის თაობაზე იუწყება სააგენტო "ინტერპრესნიუსი".
XS
SM
MD
LG