Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონმა და მაია ფანჯიკიძემ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობა განიხილეს


აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შორის დღეს, სახელმწიფო მდივნის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა, ავრცელებს ინფორმაციას, "ინტერპრესნიუსი"
საქართველოს საგარეო უწყების ცნობაზე დაყრდნობით. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაია ფანჯიკიძეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მოულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ჰილარი კლინტონმა და მაია ფანჯიკიძემ ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს. სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სატელეფონო საუბრისას ჰილარი კლინტონი და მაია ფანჯიკიძე საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხნენ. ჰილარი კლინტონმა მინისტრს არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება მიულოცა.
ჰილარი კლინტონმა მაია ფანჯიკიძე ნოემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტით მიიწვია.
XS
SM
MD
LG