Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლანის მაღლობებზე სირიის სამი ტანკი შევიდა


დღეს სირიის სამი ტანკი შევიდა ისრაელის და სირიის სასაზღვრო, დემილიტარიზებულ ზონაში გოლანის მაღლობებზე. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, ტანკები გამოჩნდნენ სოფელ ბირ-აჯამთან, ისრაელის არმიის სასაზღვრო გამაგრებული პუნქტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. ისრაელმა გამოაცხადა გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა. ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ მიმართა გაეროს სამშვიდობო ძალებს რეგიონში. ისრაელი აპირებს იჩივლოს გაეროში. გოლანის მაღლობები, სირიის პროვინცია კუნეიტრას ნაწილი იყო, ახლა ისრაელის კონტროლს ქვეშაა. ის ისრაელის არმიამ დაიკავა 1967 წლის ომის დროს. არეალი დემილიტარიზებულ ზონადაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG