Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრეზიდენტი პალესტინელთა ლიდერის ნათქვამს მიესალმა


ისრაელის პრეზიდენტი, შიმონ პერესი, მიესალმა პალესტინელთა ლიდერის, მაჰმუდ აბასის, "მამაც" განცხადებას, რომელიც ბევრმა გაიგო, როგორც უარის თქმა პალესტინელთა ლტოლვილების უფლებისთვის, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელს, რომელიც ახლა ისრაელის ხელშია. თავის განცხადებაში პერესმა თქვა, რომ აბასის სიტყვები ადასტურებს, რომ ისრაელს ნამდვილი პარტნიორი ჰყავს სამშვიდობო საქმეში. პარასკევის ინტერვიუში, აბასმა განაცხადა, რომ მას არ სურს იცხოვროს თავის მშობლიურ ქალაქ საფედში, რომელიც ახლა ისრაელში იმყოფება. ადრინდელი მოლაპარაკებისას, პალესტინელები გამოდიოდნენ წინადედებით, უარი ეთქვათ უკან დაბრუნებაზე, კომპენსაციის სანაცვლოდ, მაგრამ არასოდეს უხსენებიათ უფლებაზე უარი. ჰამასმა აბასის ნათქვამი დაგმო. 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დროს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან ლტოლვილი ან განდევნილი პალესტინელების ბედ-იღბალი ერთ-ერთ მწვავე ემოციური საკითხია ისრაელის და პალესტინელების კონფლიქტში.
XS
SM
MD
LG