Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა ბაზარში იატაკის ჩანგრევის შედეგად


ყირგიზეთში ოთხი ადამიანის გვამები იპოვეს ბაზრის შენობის ნანგრევებში შაბათს ბეტონის იატაკის ჩანგრევის შემდეგ. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ოშის რაიონში. საავადმყოფოში მოათავსეს ხუთი ადამიანი და, ყირგიზი ოფიციალური პირების განცხადებით, გრძელდება სამაშველო ოპერაციები. იატაკი ჩაინგრა კარა-სუის ბაზარში, რომელიც უდიდესია სამხრეთ ყირგიზეთში.
XS
SM
MD
LG