Accessibility links

რუსეთში აღნიშნავენ სახალხო ერთობის დღეს


4 ნოემბერს რუსეთში აღნიშნავენ სახალხო ერთობის დღეს. მრავალრიცხოვან საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობენ ხელისუფლებისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. ამავე დროს, იმართება ნაციონალისტების „რუსული მარშები“. ნაციონალისტური ორგანიზაციების მიერ მოსკოვში ორგანიზებულ „რუსულ მარშში“, პოლიციის ცნობით, 6000-მდე ადამიანი მონაწილეობს, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრანტების რიცხვი გაცილებით მეტია. იუწყებიან, რომ მოსკოვში დააკავეს 25 პირი აკრძალული, ნაცისტური სიმბოლოების ტარების გამო. „რუსული მარშები“ ჩატარდა რამდენიმე სხვა ქალაქშიც, მათ შორის ირკუტსკში, კრანსოიარსკში, ვოლგოგრადში. ზოგ ქალაქში ასეთი აქცია სანქცირებული არ არის, რის გამოც, მაგალითად, ეკატერინბურგში დააკავეს აქციის 90-მდე მონაწილე. წელს, 4 ნოემბერს აღინიშნება მოსკოვიდან პოლონელი და შვედი დამპყრობლების გაძევების 400-წლიანი იუბილე.
XS
SM
MD
LG